წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული სამუშაოები ცაგერში



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ცაგერში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოები, კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ დაათვალიერა, ქალაქში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.