ბაკურციხესა და კარდენახში 10 000-მდე ადგილობრივი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს


2020-11-18

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მასშტაბურ სამუშაოებზე გამოცხადა ტენდერი, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების - ბაკურციხისა და კარდენახის წყალმომარაგების სისტემის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებს ითვალისწინებს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 25 მილიონ ლარზე მეტია.

წინადადებების მიღება 30 ნოემბერს დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 43 თვეში უნდა დაასრულოს.

სოფელ ბაკურციხეში არ არის წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა . სოფლის ტერიტორიაზე განთავსებული სამი ჭაბურღილი ამ ეტაპზე უფუნქციოა, რეაბილიტაციას საჭიროებს მოქმედი რეზერვუარი და ჭაბურღილი.

ორი სოფლის სტაბილური წყალმომარაგებისთვის დაგეგმილია წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარის, სახლის დაერთებების მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ჭაბურღილებსა და რეზერვუარებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ორი სოფლის მოსახლეობას , ჯამში 10 000 ადამიანს სტაბილური წყალმომარაგება ექნება.




სიახლეები