გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბონენტებს ზამთრის (ყინვის) პერიოდში რეკომენდაციით მიმართავს


2016-12-27

ძვირფასო აბონენტებო,

ზამთრის პერიოდში, წყალსადენი სისტემების გაყინვის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სამოქმედო არეალში არსებულმა გამრიცხველიანებულმა საყოფაცხოვრებო ტიპის აბონენტებმა ხელმისაწვდომი საშუალებებით დაათბუნოთ, აღრიცხვის კვანძის შემდეგ, თქვენს კუთვნილებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განლაგებული წყალსადენი ქსელები.

ამასთანავე, 2017 წლის იანვრის თვეში მოსალოდნელი ყინვების პერიოდში, წყალსადენი სისტემების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია წყლის ონკანი დატოვოთ ღია მდგომარეობაში წყლის მცირე (მინიმალური) ჭავლით. იმ საყოფაცხოვრებო ტიპის აბონენტებს, ვინც ისარგებლებენ მითითებული რეკომენდაციებით - დატოვებენ ონკანს ღია მდგომარეობაში, წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუკორექტირდებათ დარიცხული თანხა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32-ე დადგენილების და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. წარმოდგენილი რეკომენდაცია განსაკუთრებით საყურადღებოა კომპანიის სამოქმედო არეალში არსებული მაღალმთიანი რეგიონების აბონენტებისთვის.




სიახლეები