კომპანიის შიდა ქართლის რეგიონულ ფილიალს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


2021-03-29

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ნაფეტვარიძემ, შიდა ქართლის რეგიონული ფილიალის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ბაჩანა გვიანიშვილი წარუდგინა.

როგორც ირაკლი ნაფეტვარიძემ, თანამშრომლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რეგიონებში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორცილების პროცესში მნიშვნელოვანია რეგიონული ფილიალების მაქსიმალურად ჩართულობა და კოორდინირებული თანამშრომლობა.

,,ამ დროისთვის შიდა ქართლის რეგიონში რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ. ასევე, დაიწყება მასშტაბური პროექტი, ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
ამ გამოწვევებსა და გეგმებს სჭირდება ახალი ხედვა და ენერგია იმისათვის, რომ ის ვალდებულებები რაც გვაქვს დროულად და ხარისხიანად შესრულდეს. იმედს ვიტოვებ, რომ დაკისრებულ მოვალეობას ის თავს წარმატებით გაართმევს’’ - განაცხადა ირაკლი ნაფეტვარიძემ.

ბაჩანა გვიანიშვილი განათლებით იურისტია. აქვს სხვადასხვა კომპანიაში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. მათ შორის 2018-2021 წლებში იყო გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორი. მანამდე კი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში, სამშენებლო ზედამხედველობის დეპარტამენტში მუშაობდა. 2016-2017 წლებში „საქართველოს მელიორაცია“-ში იკავებდა სერვის ცენტრის უფროსის თანამდებობას. 2014 წელს იყო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვემო ქართლის რეგიონის მენეჯერი.




სიახლეები