აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულების ფაზაშია


2021-04-12

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია კურორტ აბასთუმანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას ასრულებს.

უკვე შესრულებული სამუშაოები, ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ილია ბეგიაშივლმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

,,აბასთუმანში განხორციელდა და ხორციელდება წყლისა და წყალრინების სისტემების მასშტაბური პროექტები. ეს პროექტები კომპლექსურია და მოიცავს     ახალი ქსელს, სათავე ნაგებობების სრულ რეაბილიტაციას, საფილტრე ნაგებობებსა და საქლორატოროებს. ასევე, რეგიონში პირველად შენდება  წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ევროსტანდარტების შესაბამისად, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სრულად უზრუნველყოფს საკანალიზაციო ქსელიდან წამოსული მყარი მასის გაფილტვრას და წმენდას. პროექტი მართლაც უნიკალურია, შესაბამისად, თავისი ტექნოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე მშენებლობას 7 მილიონზე მეტი მოხმარდება”- განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

წყალმომარაგების კომპანიამ აბასთუმანში უკვე დაასრულა წყლისა და წყალარინების ქსელის მოწყობა. წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულის ბოლოს სრულდება. პროექტებს ჯამურად დაალხოებით 16 მილიონი ლარი მოხმარდება, რაც სრულად მოაწერიგებს კურორტზე წყალმომარაგება- წყალარინების ინფრასტრუქტურას.




სიახლეები