ელექტროენერგიის გათიშვის გამო ქალაქ ზუგდიდს წყალმომარაგება შეეზღუდა


2021-07-05

ქალაქ ზუგდიდში, გუშინ საღამოს კლიმატური პირობების გაუარესების, ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის გამო, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიის გადამცემ ხაზზე დაფიქსირდა დაზიანება, შესაბამისად, წყლის სატუმბი სადგურიდან ვერ მოხერხდა რეზერვუარის შევსება, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ზუგდიდში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის 17 816 აბონენტს წყლის მიწოდება შეეზღუდა. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ დაზიანების აღმოსაფხვრელად.

წყალმომარაგება აღდგება- 18.00 საათიდან. შეზღუდვასთან დაკავშირებით აბონენტებს SMS შეტყობინებები გაეგზავნათ. შეზღუდვა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიზეზით არ მომხდარა, თუმცა, კომპანია ბოდიშს უხდის საკუთარ აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.




სიახლეები