სოფელ ზედა მესხეთის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობს


2021-08-30

წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის ფილიალმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში, მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის საჭირო სამუშაოები დაასრულა.

სამუშაოების ფარგლებში რეაბილიტირდა ქსელი, ამორტიზებული მილები ახლით ჩანაცვლდა.

სოფელ ზედა მესხეთში არსებული ქსელი მოძველებული იყო ,რის გამოც ხშირი იყო წყლის დანაკარგი, ადგილობრივებს სასმელი წყალი შეზღუდულად მიეწოდებოდათ. წლების განმავლობაში არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებდა.

აღნიშნული სამუშაოების დასრულების შედეგად, სოფლის მოსახლეობა უკვე სარგებლობს სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებით.




სიახლეები