კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა გრძელდება


2021-09-23

წყალმომარაგების კომპანია, შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ აღაიანის სტაბილური წყალმომარაგებისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს.

დღეის მდგომარეობით, სოფელში წყალმომარაგების ქსელი ამორტიზებულია, მოსახლეობის ნაწილი თვითნებურად მოწყობილი ჭებით სარგებლობს, ზაფხულის პერიოდში ჭაში წყალი შრება და ადგილობრივებს წყლის მოსატანად დიდი მანძილის გავლა უწევთ.

მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში ეწყობა ახალი ქსელი, რეზერვუარები და ჭაბურღილები. ასევე, გათვალისწინებულია არსებული ჭაბურღილის რეაბილიტაცია.

პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ აღაიანის მოსახლეობას, დაახლოებით
1 500 ადამიანს, წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებს.




სიახლეები