კასპის მუნიციპალიტეტში - ხიდისყურისა და საქადაგიანოს წყალმომარაგებისთვის სისტემების რეაბილიტაცია გრძელდება


2021-12-10

წყალმომარაგების კომპანია წყლის  სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციას მუნიციპალიტეტებში აქტიურად აგრძელებს.

ამჯერად, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხიდისყურსა და საქადაგიანოში წყლის ინფრასტრუქტურა ეწყობა. სამუშაოებს  სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2. 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

აღნიშნულ სოფლებში დღემდე არ არსებობს ცენტრალიზებული სისტემა, მოსახლეობის უმრავლესობა წყალს ეზოებში თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან მოიხმარს.

მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში მოეწყობა ახალი ქსელები, წყლის სათავე ნაგებობება, სატუმბი სადგურები და რეზერვუარები.

პროექტის შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება წყლის დანაკარგი და ორივე სოფლის მაცხოვრებლები უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებენ სარგებლობას.




სიახლეები