ქალაქ თეთრიწყაროს სტაბილური წყალმომარაგებისთვის სამუშაოები გრძელდება


2021-12-15

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ თეთრიწყაროში წყლის ინფრასტრუქტურის განახლებისთვის საჭირო სამუშაოებს აგრძელებს. პროექტის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15 მილიონამდე ლარი მოხმარდება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალის მოწყობა. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია არსებული რეზერვუარების, სატუმბო სადგურისა და სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

თეთრიწყაროში ზაფხულის სეზონზე წყლის დებიტი საგრძნობლად იკლებს, შესაბამისად მოსახლოებას ამ პერიოდში წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება. ქალაქში არსებული რეზერვუარები 1980-იან წლებშია აგებული და რეაბილიტაციას საჭიროებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, თეთრიწყაროში მცხოვრები 6 ათასზე მეტი ადამიანი განახლებული ინფრასტრუქტურითა და სტაბილური წყალმომარგებით ისარგებლებს.




სიახლეები