ანაკლიაში კანალიზაციის ახალი გამწმენდი ნაგებობა შენდება


2017-03-17

ანაკლიაში კანალიზაციის ახალი გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.

მიმდინარე პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ანაკლიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ჩავიდა. ზურაბ ალავიძესთან ერთად, სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში 50-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ანაკლიაში წყალარინების სისტემა ათწლეულების განმავლობაში გაუმართავი და ამორტიზებული იყო. ახალი გამწმენდი ნაგებობა  1 000-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს და 10 ათასზე მეტ ტურისტს მოემსახურება.




სიახლეები