საგარეჯოს სოფლების - ბადიაურის, მანავის, პატარძეულისა და ყანდაურას უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 30 მილიონის პროექტები ხორციელდება


2022-02-24

წყალმომარაგების კომპანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების- მანავის, პატარძეულის, ყანდაურასა და ბადიაურის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სისტემების მშენებლობას აგრძელებს.

სოფლებში შესრულებული სამუშაოების პროგრესს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილესთან აკაკი მშვიდობაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორისგან პროექტით დაგეგმილ შემდეგ სამუშაოებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

დღეის მდგომარეობით აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემები არ არსებობს. მოსახლეობას წლებია წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

ამ დროისთვის, სოფლების მასშტაბით 55 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი უკვე მოწყობილია. სამუშაოებით გათვალისწინებულია რეზერვუარების, სატუმბო სადგურების, მაგისტრალური მილებისა და   წყალმომარაგების ქსელების მოწყობა.  

პროექტების დასრულება 2023 წელს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც ოთხივე სოფლის მოსახლეობა ეტაპობრივად 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.

სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 30 მილიონ ლარამდე მოხმარდება.




სიახლეები