დაბა თიანეთის გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ახალი ტარიფი განისაზღვრა



პატივცემულო აბონენტებო!

გაცნობებთ, რომ წყალმომარაგების ტარიფების შესახებ “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს №17 დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის 2017 წლის 29 მარტის #125 ბრძანების შესაბამისად, დაბა თიანეთის გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის განისაზღვრა წყალმომარაგების ახალი ტარიფი: ა) სასმელი წყლის მიწოდება - 2,01 ლარი/1 სულზე/თვეში.

მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვა, აღნიშნული ტარიფის შესაბამისად, განხორციელდება მიმდინარე წლის 1 მაისიდან.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიის ცხელ ხაზს, ნომერზე: +995 32 293 00 00