წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ ფინანსურ საკითხებში სალომე ვაშაკიძე დაინიშნა


2022-04-28

სალომე ვაშაკიძეს წყალმომარაგების სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია. იგი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 2013 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს იკავებდა არაერთ საპასუხისმგებლო პოზიციას.

2021 წლის სექტემბრიდან დღემდე იყო წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ფინანსურ საკითხებში. მანამდე კი, რეპორტინგის დეპარტამენტის უფროსი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების (EIB, KFW, AFD) მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯერი, ხოლო 2018-2019 წლებში ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტირების სამსახურის უფროსი. 2013-2017 წლებში ბიზნეს დაგეგმარებისა და ანალიზის დეპარტამენტში, ფინანსური ანგარიშგებისა და ბიუჯეტირების სამსახურის ფინანსისტი.

2010-2011 წლებში, ბიზნეს ადმინისტრირების განხრით   სწავლობდა ვიანა დო კასტელოს უნივერსიტეტში (პორტუგალია), ერასმუს მუნდუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

გავლილი აქვს არაერთი პროფესიული სტაჟირება და ტრენინგები, მათ შორის პორტუგალიაში, ფინანსურ კომპანიაში. ასევე, ბუღალტერთა პროფესიული სერტიფიცირება - ‘’ACCA ‘’- I დონე; ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები (IFRS)- EY); ევრაზიის მენეჯმენტის სკოლა -„Georgian National Corporate Leadership Program”.

სალომე ვაშაკიძე პროფესიით ფინანსისტია, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი, ფინანსების განხრით . არის კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრი ფინანსებში.




სიახლეები