წყალმომარაგების კომპანიას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სიგელი გადაეცა


2022-07-26

  წყალმომარაგების კომპანიას სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, სტატისტიკის დროულად და ხარისხიანად მიწოდებისთვის მადლობის სიგელი გადაეცა.
 
 დაჯილდოება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 103 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
 კომპანიის სახელით სპეციალური სიგელი წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილეს, სალომე ვაშაკიძეს, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გადასცა.
 ქვეყნის პირველი სტატისტიკის სამსახური 1919 წლის 25 ივლისს შეიქმნა. შესაბამისად,აღნიშნული თარიღი საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის წარმოების დაწყებას უკავშირდება.




სიახლეები