საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დაფინანსებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებისთვის ტრენინგი ჩატარდა


2022-08-01

საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) დაფინანსებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე FIDIC-ის კონტრაქტების პირობების პრაქტიკული გამოყენება.
 
ტრენინგი რამდენიმე მოდულისგან შედგებოდა და შემდეგ საკითხებს მოიცავდა: დამკვეთის, ინჟინრისა და კონტრაქტორის ზოგადი როლი და პასუხისმგებლობა, მენეჯმენტის მოვალეობები FIDIC-ის სხვადასხვა ხელშეკრულების ფორმებში, მშენებლობის ზედამხედველობის ხელშეკრულების სპეციფიკა და სხვა.
ტრენინგის მიზანს სამშენებლო პროექტების განხორციელების პროცესის ადმინისტრირების გაუმჯობესება, საინჟინრო პროფესიის მხარდაჭერა, ამ სფეროში საუკეთესო სტანდარტებისა და FIDIC-ის ცოდნის გაზიარებია წარმოადგენდა.
 
კონსულტანტ ინჟინერთა საერთაშორისო ფედერაცია ინჟინერიისა და სამშენებლო ტექნოლოგიების სტანდარტების საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლიც მისი პროექტებისა და სერვისების დახმარებით, მსოფლიოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.
 
კურსს FIDIC-ის აკრედიტებული საერთაშორისო ტრენერი რობერტ ვერტი უძღვებოდა.




სიახლეები