ქალაქ ყვარელში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები იწყება


2022-08-22

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინვესტ გრუპს“ შორის ქ. ყვარლის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

სამუშაოებს სახელწიფო ბიუჯეტიდან 17.9 მლნ ლარი მოხმარდება. პროექტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2024 წლის ზაფხულში დასრულდება.

ობიექტი ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს.

ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ნინო ნაროზაშვილმა და „ინვესტ გრუპის“ წარმომადგენელმა გიორგი წკრიალაშვილმა მოაწერეს.

ამ ეტაპზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ ყვარელში 24 საათიანი წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე სტრანდარტების ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.




სიახლეები