ინფორმაცია გამრიცხველიანებაზე



- შ.პ.ს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ოპერირების არეალში) აქტიურად ახორციელებს მოსახლეობის გამრიცხველიანებას;

- კომპანიის ნებისმიერ სულადობრივ აბონენტს სურვილის შემთხვევაში უფასოდ დაუმონტაჟდება მრიცხველი და მოხმარებული წყლის საფასური დაერიცხება მრიცხველზე დაფიქსირებული ჩვენებების მიხედვით;

- აღრიცხვის კვანძი უნდა მოაწყოს მიმწოდებელმა. შესაბამისად, იგი ვალდებულია შეიძინოს და დაამონტაჟოს აღრიცხვის კვანძისათვის საჭირო მრიცხველი, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები (მათ შორის სათანადო ფილტრი და უკუსარქველი), რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან.

- სასმელი წყლის მრიცხველი უნდა დამონტაჟდეს (შესაბამისად, აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს) მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიასთან, თუ ტექნიკური რეგლამენტით და მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის შეთანხმებით სხვა პირობა არ არის გათვალისწინებული.

- სასმელი წყლის მრიცხველი შეიძლება შემოწმდეს საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში ან/და საქართველოში აკრედიტებული ნებისმიერი ლაბორატორიის მიერ, დაინტერესებული პირის მითითებით. სასმელი წყლის მრიცხველის შეცვლის მიზნით მოხსნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, სასმელი წყლის მრიცხველის მოხსნისთანავე დაამონტაჟოს ახალი მრიცხველი, მიუხედავად იმისა, საჭიროებს თუ არა ძველი (მოხსნილი) მრიცხველი ამა თუ იმ გარემოებიდან გამომდინარე ლაბორატორიულ ან/და სხვა სახის შემოწმებას).

- აბონენტის მხრიდან მრიცხველთან დაკავშირებული ნებისმიერი ჩარევის შემთხვევაში, მან აუცილებელად უნდა მიმართოს წყალმომარაგების კომპანიას.