ახმეტაში მოძველებული მილსადენი, 400 მეტრი სიგრძის სრულიად ახალი ქსელით შეიცვალა


2011-08-31

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ახმეტის მოსახლეობას წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. Aამის მიზეზი ის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომელიც ახმეტის ორი, წერეთლისა და სტალინის ქუჩების წყალგაყვანილობის სისტემას ჩაუტარდა. გამოიცვალა ჯამში 400 მეტრი სიგრძის მილი, რომელიც იმდენად იყო მოძველებული, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც კი აღარ ექვემდებარებოდა. Aამიტომაც კომპანიის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ ამორტიზებული მონაკვეთის სრული გამოცვლა და უახლესი მილსადენით ჩანაცვლება გადაწყვიტა.

იმისთვის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდეს, ახმეტის რაიონში ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გამოიცვალა სარეგულაციო ურდულები და შეკეთდა 15-მდე დაზიანება. დღეს დილიდან კი წყალარინების ქსელში არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად, თელავის რეგიონული ფილიალიდან ასინიზაციის მანქანები გაიგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ახმეტის მოსახლეობის 30%- 24 საათიანი, ხოლო დანარჩენ 70%-ს ყოველდღიური 10-12 საათიანი წყალმომარაგება აქვს.




სიახლეები