გორის მოსახლეობას 24 სათიანი, შეუფერხებელი წყალმომარაგება ექნება


2011-09-08

საქართველოს გაერთიენებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავა ქალაქ გორს ეწვია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს რამაზ ნიკალაიშვილსა და პრეზიდენტის რწმუნებულს შიდა ქართლის რეგიონში ზურაბ არსოშვილს პირადად გააცნო გორში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები.    

ქალაქ გორში, ამორტიზებული სისტემის გამო, წყლის მიწოდება სისტემატურად  ფერხდებოდა. ხშირი იყო ავარიები. მაღალსართულიანი კორპუსების მაცხოვრებლები დაბალი წნევის გამო წყალს საერთოდ ვერ იღებდნენ და სპეციალური ძრავის გამოყენება უხდებოდათ, რაც დამატებით ელექტრო ენერგიის ხარჯს იწვევდა.

პროექტის მიხედვით  ჩატარდა წყალმომარაგების შიდა ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები .  მოხდა ძველი ამორტიებული გამანაწილებელი მილსადენების რეაბილიტაცია, ქსელის დარგოლვა კომბინატის, სადგურის და ცენტრალურ უბანში; კვერნაკის დასახლების როგორც ქვედა, ასევე ზედა ზონა დაუერთდა  თვითდენით ქსელს. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის 19 კმ-იან ცენტრალურ მაგისტრალს. გორის რამდენიმე  უბნის მოსახლეობამ  რეაბილიტირებული  სისტემით უკვე მიიღო სუფთა და ხარისხიანი წყალი. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, მთლიანად გორის მოსახლეობა  ხარისხიან წყალს, მაღალი წნევით და  24 საათიანი გრაფიკით მიიღებს.

პროექტი, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეობაა.




სიახლეები