დირექტორი




გრიგოლ მანდარია - საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი

გრიგოლ მანდარიას სახელმწიფო და კერძო სექტორში მუშაობის, ფინანსურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

2019 წელს დაინიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, წყალმომარაგების საკითხებში მრჩევლად. 2012-2018 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის, წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორი, ხოლო   2005 – 2012 წლებში საქართველოს ბანკის რეგიონული მენეჯერი. 2001-2005 წლებში აღნიშნულ ბანკში სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციას იკავებდა. 1999-2000 წლებში მცირე ბიზნესის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

გრიგოლ მანდარია პროფესიით ეკონომისტია. 2000 წელს დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელწმიფო უნივერსიტეტი - ფინანსების და კრედიტების მიმართულებით.   2018 წელს კი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიენიჭა ენერგეტიკის დოქტორის ხარისხი. ის არის 10-მდე ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.

დაიბადა 1978 წლის 9 ივნისს, ქ. ქუთაისში.