ქალაქ მცხეთაში არმაზის დასახლებასა და სოფელი ქსანში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
2026-07-30
არმაზის დასახლებასა და სოფელ ქსანში წყალმომარაგების თანამედროვე სისტემების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარზე მეტია.
არმაზის დასახლებაში აშენდება 200 მ³ მოცულობის ახალი რეზერვუარი და საქლორატორო, ხოლო სოფელ ქსანში მოეწყობა სატუმბი სადგური და მაგისტრალური მილსადენი.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შედეგადაც მოსახლეობა სტაბილური და უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.