შეხვედრას, მინისტრთან ერთად, ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი შონია და ინფრასტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელები.
პროექტის დასრულების შემდეგ, 15 000-ზე მეტი ბენეფიციარი 24 საათიანი წყალმომარაგებითა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
პროექტის განხორციელების შემდეგ, ქალაქ კასპისა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების – იგოეთისა და მრგვალი ჭალის მოსახლეობა უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ყოველდღიურ ყოფას, ისე რეგიონში ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის სტანდარტებს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რათა მოსახლეობას თანამედროვე, მდგრადი და უსაფრთხო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები მიეწოდოს.
სერვის ცენტრი
ქალაქი
აბონენტი