საბარგო სადგურის დასახლების 1200-მდე მაცხოვრებელს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდება


2018-03-20

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით ქალაქ ახალციხეში, საბარგო სადგურის დასახლების ზედა ნაწილში წყალარინების (კანალიზაციის) ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

საპროექტო დოკუმენტაცია კომპანიის საპროექტო დეპარტამენტის მიერ მომზადდა. სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად 826 403 ლარია გამოყოფილი.

საბარგო სადგურის დასახლებაში წყალარინების სისტემა არ არსებობდა, რის გამოც, აღნიშნულ ტერიტორიაზე არ იყო დაცული სანიტარული ნორმები. მოსახლეობას პრობლემები, განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში ექმნებოდა.

პროექტის ფარგლებში ეწყობა 5.9 კმ. სიგრძის წყალარინების ქსელი. შედეგად აღმოიფხვრება სანიტარული დაბინძურების საფრთხე, და 1200-მდე ადგილობრივ მოსახლეს საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესდება. სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.




სიახლეები