გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ „დასაქმების ფორუმი - 2023“ -ში მიიღო მონაწილეობა


2023-07-04

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, 105 სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციის მსხვილ დამსაქმებელთან ერთად, „დასაქმების ფორუმი - 2023“ -ში მიიღო მონაწილეობა.

მასშტაბური ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოში მოქმედ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებთან პარტნიორობით გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში, სტუ-ს კურსდამთავრებულებს წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა, სამუშაოს მაძიებლებს დაგეგმილი ვაკანსიებიც გააცნო და სტაჟირების პროგრამაზე ესაუბრა.

დასაქმების ფორუმის მიზანია ადგილობრივ სამუშაოს მაძიებლებს არსებულ ვაკანსიებთან წვდომა გაუადვილოს, ხოლო დამსაქმებლებს კი ახალი კვალიფიციური კადრების მოძიებაში დაეხმაროს.




სიახლეები