ირაკლი ქარსელაძე: ქალაქ ზესტაფონის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


2023-11-02

„2025 წლის ბოლოდან ქალაქ ზესტაფონის მოსახლეობას 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება,“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ქალაქში არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მოძველებულია და რეაბილიტაციას საჭიროებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების მოწყობა, წყლის სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურისა და რეზერვუარის მშენებლობა. ასევე , გათვალისწინებულია მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

სამუშაოების დასრულების შედეგად, ზესტაფონში მცხოვრები 25 000 ადამიანი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი6ი. პროექტს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 21 მილიონამდე ლარი მოხმარდება.




სიახლეები