ქალაქ თერჯოლაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები იწყება


2023-12-25

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ თერჯოლაში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო - სამშენებლო სამუშაოებს იწყებს.

შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ნინო ნაროზაშვილმა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიის - შპს „ექსპრესსერვისი 2008“-ის დირექტორმა, გიორგი ხაჟალიამ მოაწერეს.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, არსებული სათავე ნაგებობების სრული რეაბილიტაცია. წყლის გამწმენდი ნაგებობის, სატუმბი სადგურებისა და მაგისტრალური მილების მოწყობა. დამატებით მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი და შეიცვლება არსებული მრიცხველები.

სამუშაოებს სახელწმიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 15 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.




სიახლეები