წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ზუგდიდში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო


2025-06-02

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, დავით კვინიკაძემ მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდის წყალარინების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა მოინახულა.

ვიზიტის მიზანს ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება და ობიექტზე მიმდინარე ოპერაციული პროცესების მონიტორინგი წარმოადგენდა.

ზუგდიდის გამწმენდი ნაგებობა ჩამდინარე წყლების სრულფასოვან წმენდას ბიოლოგიური ციკლის სრული დაცვით ახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკს.

პროექტი 2020 წელს აზიის განვითრების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.




სიახლეები