
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი დავით კვინიკაძე მოადგილეებთან ერთად სამუშაო ვიზიტით კახეთის რეგიონს ეწვია
ვიზიტის ფარგლებში, დირექტორმა კახეთის რეგიონის ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე რეგიონში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ მიმდინარე და დასრულების ფაზაში მყოფი წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. მხარეებმა დეტალურად იმსჯელეს მიმდინარე სამუშაოების პროგრესზე, არსებულ გამოწვევებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა სამომავლო გეგმებზე, რომლებიც მიზნად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესებას ისახავს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც კახეთის რეგიონში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობენ. შეხვედრაზე მშენებლებმა კომპანიის ხელმძღვანელობას მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გააცნეს და სამშენებლო პროცესში არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აგრძელებს აქტიურ მუშაობას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, რათა შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ პირობებს და ხელს შეუწყობს რეგიონული განვითარების პროცესს.