
სერგო გეგეშიძე
სერგო გეგეშიძე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, 2023 წლიდან ამავე კომპანიაში იკავებდა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული პროექტების მართვისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას.
2017-2023 წლებში შპს „ელიტა ბურჯის“ საოპერაციო დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. 2016- 2017 წლებში ამავე კომპანიაში იყო სამონტაჟო სამსახურის მენეჯერი.
2007-2016 წლებში სს „ენერგო-ჯორჯიაში“ არაერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალების: ქობულეთის, ჩხოროწყუს, სამტრედიისა და ჩოხატაურის მომსახურების ცენტრის მენეჯერი.
2002 - 2007 წლებში იყო კერძო სექტორში ავტომომსახურების სერვისის მფლობელი,
2000 - 2002 წლებში კი, კომპანია D&K, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მიწისქვეშა საკაბელო ქსელის მშენებლობის უფროსი - სამუშაოთა მწარმოებელი.
სერგო გეგეშიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საინჟინრო-ეკონომიური ფაკულტეტი.
სერგო გეგეშიძე დაიბადა 1975 წლის 11 ნოემბერს.
ფლობს ქართულ და რუსულ ენებს.