თინათინ ლებანიძე



თინათინ ლებანიძეს აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, სახელმწიფო და კერძო სექტორში საერთაშორისო პროექტების მართვისა და შესყიდვების სფეროებში.

მისი პროფესიული საქმიანობა მოიცავს პროექტების მართვის ორგანიზებას, ფინანსურ ანალიზსს, ბიუჯეტირებასა და საერთაშორისო შესყიდვების წარმართვას. აქვს სიღრმისეული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ინსტრუმენტების, პროცედურებისა და სისტემების გამოყენებაში, მათ შორის საინვესტიციო პორტფელების მართვასა და კოორდინირებაში.

თინათინ ლებანიძეს სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო პოზიციები მსოფლიო ბანკში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში (FAO Georgia), ‘’Chemonics Int, USAID Zrda-აქტივობა საქართველოში’’ და ავსტრიის განვითარების სააგენტოში (ADA).

2016 - 2018 წლებში იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საერთაშორისო შესყიდვებისა და დონორებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, დირექტორის მრჩეველი. ის უშუალოდ უწევდა კოორდინაციას წყალმომარაგებისა და წყალარინების გრძელვადიანი, საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, საერთაშორისო შესყიდვების დაგეგმვას, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, კონტრაქტორ და საკონსულტაციო კომპანიებთან მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობის პროცესების წარმართვას.

2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში, სადაც კერძო სექტორის მხარდაჭერის პროგრამებსა და საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტების მართვას კოორდინირებდა. მანამდე, იყო საქართველოში ევრო დელეგაციის წარმომადგენლობის კონსულტანტი.

თინათინ ლებანიძეს 2009 წელს მიენიჭა საქართველოს საჯარო საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო მმართველობის მაგისტრის ხარისხი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.