ბექა ბარბაქაძე



ბექა ბარბაქაძეს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, 2024 წლის 28 მაისიდან-დღემდე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ იყო დირექტორთა საბჭოს მრჩეველი.

2023 წლის 1 ივნისიდან - 2024 წლის 28 მაისამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის-რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსის პოზიცია ეკავა.

2021 – 2022 წლებში შ.პ.ს. ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ იყო დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში. 2018 – 2021 წლებში, ამავე კომპანიაში, ქუთაისის ფილიალის დირექტორის თანამდებობა ეკავა. მანამდე კი იყო კონსულტანტი რეგიონულ ფილიალებთან და სერვის ცენტრებთან ურთიერთობის საკითხებში. 2016 – 2018 წლებში რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. 2015 – 2016 წლებში იყო კომპანიის დირექტორის მრჩეველი. 2014 – 2015 წლებში ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი იყო.

2011 – 2014 წლებში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია ეკავა. ამავე უწყებაში 2008-2011 წლებში ტერიტორიულ ორგანოებს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი იყო სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის მრჩეველი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში.    

ბექა ბარბაქაძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური სამართალის ფაკულტეტი, არის სამართალმცოდნე, აქვს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.

ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ბექა ბარბაქაძე დაიბადა 1985 წლის 21 მაისი.