ოთარ ღლონტი



ოთარ ღლონტს სახელმწიფო და კერძო სექტორებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

წყალმომარაგების კომპანიაში, დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, 2016 -2025 წლებში იკავებდა ა(ა)იპ ‘’თბილისის განვითრების ფონდის“ დირექტორის მოადგილის პოზიციას.

სხვადასხვა დროს იყო შპს „ჯეო ტრანს კომპანიისა“ და შპს ‘’ტერმინალი ისანის“ დირექტორი. ასევე, შპს ‘’საქართველოს - კასპიის ნავთობისა და გაზის კომპანიის“ ხელმძღვანელი, მანამდე კი ამავე კომპანიაში დირექტორის მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა.

2009-2011 წლებში იყო შპს „უაიდ დისტრიბუშენის“ დირექტორი, მანამდე კი ამავე კომპანიის ფინანსური დირექტორი.

ოთარ ღლონტს საპასუხისმგებლო პოზიციები ეკავა შპს „ვაგონმშენებელ კომპანიაში“, შპს ‘’ბიზნეს ცენტრ ისანსა“ და შპს ‘’გაერთიანება ისანშიც“.

კარიერის ადრეულ ეტაპზე მუშობდა საქართველოს საბაჟო დეპარტამენტში, საბაჟო საგუშაგო აეროპორტის ცვლის უფროსად, მანამდე კი ინსპექტორად. 2000-2001 წლებში კი საქართველოს ტელეკომში იურისტის პოზიციაზე.

ოთარ ღლონტი პროფესიით სამართალმცოდნეა. დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.