ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერა


2025-12-11

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემების მშენებლობის პროექტი მოინახულა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ წალენჯიხაში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში შენდება: სათავე და გამწმენდი ნაგებობა, ფოლადის მაგისტრალური მილი, რეზერვუარის საშიბერო კამერა, რეზერვუარიდან გამომავალი მაგისტრალური მილი, წყალმომარაგების ქსელი, აღრიცხვის კვანძები და სერვის ცენტრი.

სამუშაოები ასევე გულისხმობს, საქლორატოროს, რეზერვუარის, ჭაბურღილისა და არსებული კოშკურა ავზების რეაბილიტაციას.

ამ ეტაპზე შესრულებულია საერთო სამშენებლო სამუშაოების 42%.

სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და პროექტის დასრულების შემდეგ 6300-მდე ბენეფიციარი 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

ქალაქ წალენჯიხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება - მშენებლობის სამუშაოები სახელწიფო ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარამდე ფინანსდება და მისი დასრულება 2026 წლის ზაფხულშია დაგეგმილი.

მიმდინარე სამუშაოებს მინისტრი, საქარათველოს პარლამენტის წევრებთან ირაკლი ზარქუასთან და ილია ინჯიასთან, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძესთან, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ გიორგი შონიასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერ გუბაზ საჯაიასთან ერთად გაეცნო.




სიახლეები