ბესიკ ჯიქურაული



ბესიკ ჯიქურაულს სახელმწიფო და კერძო სექტორებში, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

წყალმომარაგების კომპანიაში, დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე იკავებდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას. 2023- 2025 წლებში იყო Cisco-ს პარტნიორი კომპანიის შპს „Green Net – IT Solutions“, - სტრატეგიული განვითარების დირექტორი, რომელიც ფარავდა უკრაინის, პოლონეთისა და ყაზახეთის ქვეყნებს.  2022 – 2023 წლებში შპს „SkyTel“_ში ირიცხებოდა დირექტორთა საბჭოს წევრად M&A მიმართულებით.  2020 – 2022 წლებში მუშაობდა მთავარი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე - კომპანიაში  შპს „GIG Group“ უკრაინის ოფისში.  ბესიკ ჯიქურაული, სხვადასხვა წლებში იკავებდა გენერალური დირექტორის თანამდებობას  შპს „ას ჯორჯია“-ში, შპს „კომპანია ალბატროსი“-ში, სს „გუდვილი“-ში. 2012 – 2013 წლებში, შპს „ნიუ ენერჯი“-ში, მუშაობდა  გენერალური დირექტორის მრჩევლისა და მოადგილის თანამდებობაზე. 2009 -2011 წლებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობდა - „Société Générale Group“ – ბანკ  „რესპუბლიკა“-ში. 2008 – 2009 წლებში იყო სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს უფროსის მოადგილე. 2005 – 2008 წლებში საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა სს „საქართველოს ბანკში“. 2005 წელს იყო თბილისის მერიაში, ადმინისტრაციის ფინანსური და შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი. 2004 – 2005 წლებში ხელმძღვანელობდა - შპს „Santé GMT Products“ – ის მარკეტინგულ დეპარტამენტს. 2003 – 2004 წლებში იკავებდა ელჩის თანაშემწის პოზიციას დიდი ბრიტანეთის საელჩოში. 2000 – 2001 წლებში საქართველოს პარლამენტში მუშაობდა საპროცედურო და წესების კომიტეტსა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სპეციალისტად.

ბესიკ ჯიქურაული პროფესიით  არის საერთაშორისო ურთიერთობათმცოდნე, დამთავრებული აქვს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ასევე არის მაასტრიხტის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართლის მაგისტრი და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსდამთავებული ორგანიზაციული მართვის მიმართულებით. თავისუფლად ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ და უკრაინულ ენებს.

ბესიკ ჯიქურაული დაიბადა 1979 წლის 14 დეკემბერს.