შიდა ქართლში წყალმომარაგების ქსელზე უკანონო დაერთებების ფაქტები გამოვლინდა
2026-03-09
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ შიდა ქართლის რეგიონში, ქალაქ გორსა და ხაშურში წყალმომარაგების ქსელის კონტროლის ფარგლებში უკანონო დაერთების შემთხვევები გამოავლინა.
ტექნიკური ჯგუფების მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე ობიექტი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურას კანონდარღვევით იყენებდა.
კომპანია განაგრძობს ქსელის სისტემატურ მონიტორინგს ქვეყნის მასშტაბით და მოსახლეობას მოუწოდებს, წყალმომარაგებისა და წყალარინების სერვისით მხოლოდ კანონიერად ისარგებლონ.