გიორგი გიორგობიანი
გიორგი გიორგობიანი არის ფინანსების, ენერგეტიკისა და ეკონომიკური მმართველობის სფეროს მაღალი რანგის სპეციალისტი საერთაშორისო განვითარების, კერძო სექტორისა და მეწარმეობის მიმართულებით, 25 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. სხვადასხვა დროს იყო მთავრობების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო ინვესტორების მრჩეველი.
წყალმომარაგების კომპანიაში, დირექტორის მოადგილედ დანიშვნამდე, 2025-2026 წლებში იკავებდა ‘’ქრიდენს კონსალტინგ-საქართველოს’’ მმართველი პარტნიორის პოზიციას. მანამდე, კი იყო ‘’კაპიტალ მეინთენანს-საქართველოს’’ აღმასრულებელი დირექტორი.
2017-2025 წლებში „დელოიტ კონსალტინგში“ მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო და მენეჯერულ პოზიციაზე. ასევე, იყო „ვინროქ ინტერნეიშენალ-საქართველოში“ დირექტორის მოადგილე, ფინანსური მრჩეველი/მიმართულების ხელმძღვანელი და ფინანსური მენეჯერი.
2000–2009 წლებში „ფი ეი გოვერმენთ სერვისის საქართველო“-ში იკავებდა პროექტის მმართველისა და ფინანსური მრჩევლის პოზიციებს. მანამდე იყო ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერი და ანალიტიკოსი. ხოლო, „ფი ეი გავერმენთ სერვის-აშშ“-ში ფინანსური ანალიტიკოსი. კარიერის ადრეულ ეტაპზე, მუშაობდა „თბილკომბანკში“ საკრედიტო ოფიცრად.
გიორგი გიორგობიანი სხვადასხვა წლებში ეწეოდა საკონსულტაციო საქმიანობას. კერძოდ, 2019 წელს აზიის განვითარების ბანკში (ADB) მუშაობდა ენერგეტიკის უფროსი ექსპერტის პოზიციაზე, სადაც ჩართული იყო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“(სსე) კორპორატიზაციისა და ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის პროგრამის მომზადებაში.
გიორგი გიორგობიანს დამთავრებული აქვს ეკონომიკური ურთიერთობების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტი, ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებით და ნიაგარას საგრაფოს კოლეჯი, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
დაიბადა 1980 წლის 11 ივლისს.