ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები მსოფლიო ბანკის წყლის გლობალური პროგრამის დირექტორს შეხვდნენ
საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული და მისი მოადგილე გიორგი გიორგობიანი მადრიდიში მიმდინარე წყლის საერთაშორისო სამიტის (Global Water Summit) ფარგლებში, მსოფლიო ბანკის წყლის გლობალური პროგრამის დირექტორს, საროჯ კუმარ ჯჰას შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, წყლის ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებები და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები.
საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიმდინარე და სამომავლო გეგმებს, ასევე მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და პროექტების განხორციელების პროცესში დამატებითი მხარდაჭერის მნიშვნელობას. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელმა აღნიშნულ მიმართულებებში მხარდაჭერა ქართულ მხარეს დაუდასტურა.
გიორგი კობერიძემ მსოფლიო ბანკს საქართველოს ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერისა და მრავალწლიანი თანამშრომლობისათის მადლობა გადაუხადა.
მსოფლიო ბანკი საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ქვეყანაში არაერთ პროექტს უჭერს მხარს.