საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე დისკუსია - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“ გაიმართა


2026-07-13

საქართველოს ეკონომიკური ფორუმის 31-ე დისკუსია - „წყლის რესურსები და სატარიფო პოლიტიკა, ურბანული განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მდგრადი განვითარების მიზნები“ გაიმართა

ღონისძიება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა.

ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ბესიკ ჯიქურაული, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი და GGU ჯგუფისა და „ჯივიპის“ გენერალური დირექტორი ხოსე მიგელ სანტოს გონზალეზი, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.

ღონისძიებას მოდერატორობას უწევდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოსა“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.

დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს წყლის რესურსების ეფექტიან მართვაზე, ურბანული განვითარების თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე, ეკონომიკური ზრდის მდგრადი მოდელის ჩამოყალიბებაზე, ინფრასტრუქტურული პროექტების როლზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებაში, გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ეკონომიკურ პოლიტიკაში ინტეგრირებაზე, სატარიფო პოლიტიკაზე, ასევე მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმართულებით საქართველოს პროგრესსა და სამომავლო პრიორიტეტებზე.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ბესიკ ჯიქურაულმა დისკუსიის ფარგლებში კომპანიის სტრატეგიულ ხედვაზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მისი თქმით, კომპანიის მთავარი მიზანია თანამედროვე და მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც მოსახლეობას უსაფრთხო და უწყვეტ წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სოფლების წყალმომარაგებაზე, წყალარინებისა და გამწმენდი ნაგებობების განვითარებაზე, სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობასა და სატარიფო-საინვესტიციო მოდელის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.

ბესიკ ჯიქურაულის განცხადებით, საბოლოო მიზანია, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ქალაქსა თუ სოფელში, ჰქონდეს უსაფრთხო წყალმომარაგება, თანამედროვე წყალარინების სისტემა და ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

დისკუსიაში ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბიზნესსექტორი, კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, ასევე აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.




სიახლეები