რეგიონებში ოპერატიული სამუშაოების გასაძლიერებლად ახალი სპეცტექნიკა განაწილდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რეგიონული სამსახურებისთვის ახალი JCB-ის ტიპის მრავალფუნქციური სპეცტექნიკა შეიძინა.
შეძენილი ტექნიკა ეტაპობრივად გადანაწილდება კომპანიის ოპერირების არეალში შემავალ ყველა რეგიონში, რეგიონულ სერვის ცენტრებსა და შესაბამის საოპერაციო ერთეულებში, არსებული საჭიროებების გათვალისწინებით.
სპეცტექნიკა გამოყენებული იქნება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებზე მიმდინარე სამუშაოების, ავარიული დაზიანებების აღმოფხვრის, მიწის სამუშაოებისა და სხვა ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად.
ახალი ტექნიკა რეგიონულ ჯგუფებს სამუშაოების უფრო სწრაფად და ეფექტიანად შესრულებაში დაეხმარება, გააუმჯობესებს ავარიულ შემთხვევებზე რეაგირების შესაძლებლობასა და მომსახურების ხარისხს.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონებში ტექნიკური რესურსების განახლებასა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას ეტაპობრივად განაგრძობს.